Belive

ყბის მოტეხილობა, ტვინის შერყევა - საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელის მძიმე ტრავმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა

მატჩის 96-ე წუთზე, საუდის არაბეთის მარცხენა მცველმა - იასერ ალ შაჰრანმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. კერძოდ კი, არგენტინელმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთის მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, დასწრებაზე კი მეკარემ ითამაშა და საუდის არაბეთის მარცხენა მცველს შეეჯახა, რის გამოც თამაში 5 წუთით შეჩერდა.

be218853f0f631ab65e17b467683b053o2

ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ იასერ ალ შაჰრანი გერმანიაში გადააფრინეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო ცნობებით, არაბ მცველს ყბის ორმხრივი მოტეხილობა, ტვინის შერყევა, გულმკერდისა და მუცლის შინაგანი დაზიანება და შინაგანი სისხლდემა აქვს.

FiVhODeWYAE9mWR

იასერ ალ შაჰრანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ახლა მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია.

სხვა სტატიები