Belive

ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები სტადიონზე ლუდს ვერ დალევენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალი დადგენილების თანახმად, ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრები სტადიონზე ლუდს ვერ დალევენ.  ლუდის გაყიდვა სტადიონის გარეთ ნებადართული იქნება მხოლოდ მატჩამდე და მატჩის შემდეგ, თუმცა სტადიონზე ლუდს ვერავინ ვერ შეიტანს, რადგან ეს ოფიციალურად კანონით აიკრძალა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში პირველია, რომელიც ჩატარდება ალკოჰოლზე მკაცრი კონტროლით. ამ ფაქტმა ვნებათაღელვა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გულშემატკირებში უკვე გამოიწვია. გერმანელი და ბრიტანელი გულშემატკივრები პროტესტს გამოთქვამენ და ამ კანონს "სადისტურს" უწოდებენ.
„გულშემატკივრებს ლუდის დაგემოვნება შეეძლებათ სტადიონს გარეთ მატჩამდე და მატჩის შემდგომ, თუმცა ლუდს ვერ დალევენ უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას". - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა (ვინაობა არ საჯაროვდება).
ფეხბურთის ურთიერთობა ალკოჰოლთან დიდი ხნის განმავლობაში რთული იყო, თუმცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ბრაზილიის მთავრობამ გააუქმა ალკოჰოლის აკრძალვა სტადიონებზე, რომელიც FIFA-ს დიდი მოთხოვნა იყო. წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ალკოჰოლთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ დადგა, როდესაც ყატარმა მასპინძლობის უფლება მოიპოვა (2010 წელს).  მიუხედავად იმისა, რომ ყატარი არ არის ისეთი „მშრალი“ სახელმწიფო, როგორიც მეზობელი საუდის არაბეთი, ალკოჰოლის მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში კანონით აკრძალულია.  

სხვა სტატიები