FIFA-ს განახლებული რეიტინგი - საქართველო 2 პოზიციით დაწინაურდა
FIFA-მ სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში +21.31 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 2 პოზიციით დაწინაურდა. ახლა "ჯვაროსნები" მსოფლიოს 75-ე პოზიციას 1333.76 სარეიტინგო ქულით იკავებენ.
საქართველომ FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში გვინეისა და ისრაელის ნაკრები ჩამოიტოვა.
გარდა საქართველოს ნაკრებისა, TOP 10-ეულში რამდენიმე ცვლილებაა:
მსოფლიოს პირველ პოზიციაზე კვლავ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები დარჩა
მესამე პოზიცია დაკარგა ინგლისის ნაკრებმა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მესამე ადგილი კი ბელგიის ნაკრებმა ჩაიბარა
ასევე 1 პოზიციით დაწინაურდა პორტუგალიის ნაკრები და მსოფლიო რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო მე-7 ადგილზე დაქვეითდა ნიდერლანდები.
უკრაინის ნაკრებმა 2 პოზიციით წინ წაიწია და ახლა ისინი მსოფლიოს 22-ე პოზიციას იკავებენ.
FIFA-ს განახლებული რეიტინგი - TOP 10
