Belive

ვინისიუსი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულებულია. თასი კი მადრიდში დაბრუნდა. მადრიდის "რეალმა" ისტორიაში მეთხუთმეტედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად, 23 წლის ბრაზილიელი - ვინისიუსი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შეძლო გოლის გატანა.

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გარდა გატანილი გოლისა და საგოლე გადაცემის შესრულებისა, ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, კილიან მბაპეს შემდეგ ყველაზე მეტი დრიბლინგი (80) დააფიქსირა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ითამაშებს, რომელიც სტარტს 20 ივნისს აიღებს და 14 ივნისს დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ 23 წლის ბრაზილიელი საკუთარ ნაკრებთან ერთად შეძლებს და კოპა ამერიკასაც მოიგებს, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ მან ოქროს ბურთიც მოიგოს.

სხვა სტატიები