კვიპროსის ჩემპიონატში, ქართული დაპირისპირება შედგა - თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა", რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავს, გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილის და მურთაზ დაუშვილის ნიქოზიის "აპოელი" სტუმრად - 2:0 დაამარცხა.
მასპინძელი გუნდის რიგებში გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა მათგანმა სრულად ითამაშა, მეორე კი მოედანზე მეორე ტაიმში აღარ გამოსულა. რაც შეეხება ოქრიაშვილს, იგი თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
რაც შეეხებათ სტუმრებს, "ანორთოსისის" სასტარტო თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების მეკარე იდგა და კარის მშრალად შენახვაც შეძლო.
ამ მატჩის შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში ზედა ხუთეულის კლუბებისთვის 21-ე ტური დასრულდა და სატურნირო მდგომარეობა იმგვარად დალაგდა, რომ ლიდერთა სამეულში მყოფი ყველა გუნდი ქართველების აღმოჩნდა. გამარჯვების მომპოვებელ "ანორთოსისს" 37 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო "აპოელი" 1 ქულითა და პოზიციით ნაკლებს ფლობს. ლიდერ "აპოლონს", რომელშიც რევაზ ინჯგია თამაშობს, 46 ქულა აქვს. ყველა მათგანს პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.