Belive

უთანხმოების გამო ანორთოსისმა ქეცბაიას აცნობა რომ დაკავებულ პოსტს დატოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ანორთოსისის" ხელმძღვანელობამ თემურ ქეცბაიას აცნობა, რომ ქართველი სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლდება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ქეცბაიამ ხელმძღვანელობისა და კონკრეტულად, გუნდის ტექნიკური დირექტორის, ნეოფიტოს ლარკუსის ცვლილებების იდეას მხარი არ დაუჭირა. ამ მოვლენების გამო, ქეცბაია "ანორთოსისს" 1-წლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვებს. ცნობილია, რომ მხარეები ოფიციალურად მას შემდეგ გაიყოფიან, რაც ხელშეკრულების დეტალები გადაწყდება. ქეცბაიამ "ანორთოსისი" 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა. თემურმა 2021 წელს გუნდთან ერთად ნანატრი თასი მოიპოვა. გარდა ამისა, "ანორთოსისმა" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.

სხვა სტატიები