Belive

კვიპროსის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

10 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2023 წლის ივნისში ორ ოფიციალურ მატჩს გამართავს: 17 ივნისს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი კვიპროსის, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
იქამდე, ვიდრე საქართველოს ნაკრებისა და ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ახალი გუნდის გზები გადაიკვეთება, შევეცდებით, კუნძულელების შესახებ დმატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ჩვენი მეტოქე უკეთ გავიცნოთ.


კვიპროსის ნაკრები

დაარსება: 1949 წლის 23 ივლისი

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაცია: 1934 წლის 23 სექტემბერს დაარსდა

ფიფას წევრი: 1948

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია (საქართველო)

კაპიტანი: კოსტაკის არტიამატასი

საშინაო არენა: ჯი ეს პი სტადიონი (ლარნაკა, კვიპროსი)

ფიფას რეიტინგი: 111 (2023 წლის 6 აპრილის მონაცემებით)

უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 43 (2010 წლის სექტემბერი)

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 142 (2014 წლის ივნისი)


სტატისტიკა

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: იოანის ოკასი (103)

საუკეთესო ბომბარდირი: მიხალას კონსტანტინოუ (32)

პირველი მატჩი: ისრაელი - კვიპროსი - 3:1 (1949 წლის 30 ივლისი, თელ ავივი, ისრაელი - არაოფიციალური), კვიპროსი ისრაელი 1:1 (1960 წლის 13 ნოემბერი, ნიქოზია კვიპროსი)

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: კვიპროსი - ანდორა - 5:0 (2000 წლის 15 ნოემბერი, ლიმასოლი, კვიპროსი), კვიპროსი - ანდორა - 5:0 (2014 წლის 15 ნოემბერი, ნიქოზია, კვიპროსი), კვიპროსი - სან მარინო - 5:0 (2019 წლის 21 მარტი, ნიქოზია, კვიპროსი)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი: დასავლეთ გერმანია - კვიპროსი - 12:0 (ესენი, დასავლეთ გერმანია, 1969 წლის 21 მაისი)

No description available.

ისტორია

კვიპროსის ნაკრების პირველი მატჩი 1949 წლის 23 ივლისს შედგა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის, FIFA-ს წევრი კი ერთი წლის შემდეგ გახდა. პირველი შეხვედრა ამხანაგური სტატუსისა იყო და თელ-ავივის მაკაბის წინააღმდეგ ისრაელის დედაქალაქში შედგა, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა. შვიდი დღის შემდეგ გუნდს პირველი საერთაშორისო სანაკრებო მატჩი ჰქონდა იმავე ქალაქში, ამჯერად ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და ისრაელთან - 1:3 წააგო.

1960 წლის ნოემბერში, ბრიტანეთის მმართველობისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კვიპროსმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ისევ ისრაელს შეხვდა, ამჯერად კი ფრედ ითამაშა - 1:1.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული კვიპროსის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობას იღებს, მაგრამ ფინალურ ეტაპამდე მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

კვიპროსის ნაკრებმა უეფას მიერ ორგანიზებულ ახალ ტურნირზე გამოსვლაც დაიწყო და ერთა ლიგაზე უკვე მესამე სეზონს ატარებს. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კლუბი C ლიგაში გამოდიოდა, ახლა კი გიბრალტარის ნაკრებთან პლეი-აუტშია მოხვედრილი, სადაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს.


შემადგენლობა

კვიპროსის ნაკრები უმეტესად ადგილობრივ ჩემპიონატსა და კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

გუნდის ბირთვს თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი ყოფილი კლუბების და ქართველი ფეხბურთელების თანაგუნდელები ქმნიან, კონკრეტულად, "ანორთოსისის", "აპოელის", "ომონიასა" და "აპოლონ ლიმასოლის" წევრები.

ამჟამად კვიპროსის ნაკრებს შემადგენლობაში რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, უმეტესად ისინი ბელგიის იუპილერ ლიგას წარმოადგენენ, თუმცა ასევე არიან ფეხბურთელები იტალიის სერია B-სა და MLS-იდან. ყველაზე მაღალი დონის კლუბი, რომელშიც ამჟამად კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელი თამაშობს, სერია A-ს წევრი "სალერნიტანაა", რომელსაც ცენტრალური ნახევარმცველი გრიგორის კასტანოსი წარმოადგენს, ვინც "იუვენტუსის" წევრი გახლდათ და 2018/19 წლების სეზონში სერია A-ს მომგები გუნდის განაცხადშიც ირიცხებოდა.

კვიპროსის ნაკრების ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26 წელია, გუნდის ყველაზე გამოცდილი მოთამაშე დიმიტრიოს კრისტოფია, რომელიც 34 წლის გახლავთ და იმ ოთხ ფეხბურთელს შორისაა, რომელთა ასაკიც 30 წელს აღემატება. რაც შეეხება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელს, ეს "ომონიას" 19 წლის გარემარბი ლოზიოს ლოიზოუა.

No description available.

სხვა სტატიები