"4 წლის შემდეგ ლორიას და ანორთოსისის გზები იყრება - ქართველი სამშობლოში ბრუნდება" - კვიპროსული მედია
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია "ანორთოსისს" ტოვებს და დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, გამოცდილი ქართველო გოლკიპერი კლუბს ემშვიდოებება.
"ანორთოსისი" და გიორგი ლორია დაშორდნენ და ქართველი მეკარე "ანტონის პაპადოპულოსის არენას" ოთხი წლის შემდეგ ტოვებს. მხარეები თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ გარემოებას გამოცდილი მეკარის "დინამო თბილისთან" შეთანხმების მიღწევა დაეხმარა. საერთაშორისო დონის მეკარე ცხრა წლის შემდეგ სახლში დაბრუნდება და კვლავ "დინამოში" ითამაშებს, საიდანაც 2014 წლის ზაფხულში "ოფიში" გადავიდა", - წერს goal.philenews.com-ი.
გიორგი ლორიამ "ანორთოსისში" 4 წელიწადი გაატარა, ამ დროში 127 მატჩი ჩაატარა, 140 გოლი გაუშვა, 42-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და 2021 წელს კვიპროსის თასის მოგება მოახერხა.
რაც შეეხება "დინამო თბილისს" აქ 37 წლის მეკარე 2004-14 წლებში თამაშობდა, გუნდის კაპიტანიც გახლდათ და 3-ჯერ ქვეყნის ჩემპიონობისა და ამდენივე თასის მოგება მოახერხა.