ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შეიცვალა | Transfermarkt
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Transfermarkt-მა ორი ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის და გიორგი მიქაუტაძის განახლებული სატრანსფერო ღირებულება გამოაქვეყნა.
საფრანგეთში მოთამაშე ორივე ქართველის ფასი დღეს განახლდა. ზურიკო დავითაშვილის ღირებულება 5 მილიონი ევროდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, აღსანიშნავია, რომ 23 წლის ფეხბურთელი თავის მაქსიმუმზეა.
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულებამ კი 20 მილიონი ევროდან 18 მილიონ ევრომდე დაიკლო.
.jpg)
შეგახსენებთ, ორივე ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა.
ზურიკო დავითაშვილს "სენტ-ეტიენში" ჩატარებულ 14 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. გიორგი მიქაუტაძეს "ლიონში" ჩატარებულ 18 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.