ქართული საფეხბურთო კლუბების ფიასკო - IFFHS-ის განახლებული რეიტინგი ცნობილია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 ივლისის შედეგების მიხედვით, IFFHS-მ მსოფლიოს მასშტაბით 411 საუკეთესო გუნდი დაასახელა. მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) განახლებულ რეიტინგში მხოლოდ 2 ქართული საფეხბურთო კლუბი მოხვდა.
2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში "დინამო თბილისი" 63.5 ქულით 310-ე ადგილს იკავებს, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" 59.5 ქულით 353-ე ადგილზე აღმოჩნდა. 400 საუკეთესო კლუბში აღარ ფიქსირდება "დინამო ბათუმი", რომელიც წინა რეიტინგში 386 ადგილს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ფარერული "კლაკსვიკი" 196-ე ადგილზე იმყოფება.
IFFHS-ის ტოპ 10 კლუბი
- "რეალი"
- "მანჩესტერ სიტი"
- "ფლამენგო"
- "ბენფიკა"
- "ინტერი"
- "ალ აჰლი"
- "პორტუ"
- "მანჩესტერ იუნაიტედი"
- "ნაპოლი"
- "ბაიერნი"