Belive

ეროვნული ლიგა დაიწყო | ქუთაისის ტორპედომ ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგა დაიწყო. პირველი წრის ერთი თამაში გუშინ გაიმართა, სადაც "დინამო ბათუმმა" ფოთის "კოლხეთი" ონორე გომისის ერთადერთი გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

დღეს, "იბერია 1999" (ყოფილი "საბურთალო) "თელავს" შეხვდა, სადაც შოთა ნონიკაშვილის გოლით თბილისურმა გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა. "დინამო თბილისმა" ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა "სამგურალის" წინააღმდეგ, პირველი გოლი დომინიკ საიმონმა გაიტანა, 2:0 და საბოლოო ანგარიში კი ნიკა სიხარულაშვილმა დააფიქსირა.

დღის ბოლო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ არენაზე "სამტრედიას" შეხვდა, სადაც ქუთაისელებმა პირველ ტაიმში მატჩის ბედი გადაწყვიტეს და სამბურთიანი უპირატესობით 30-ე წუთზე უკვე იგებდნენ. პირველი გოლი საკუთარ კარში ერიკ ბარიოსმა გაიტანა, 2:0 ანგარიში დააფიქსირა ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და სამი ბურთით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა გიორგი არაბიძემ. მეორე ტაიმში ბიორნ იონსენმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4:0 გახადა. "სამტრედიამ" კი პრესტიჟის გოლი გაიტანა, ეს ომრან ჰაიდარმა მოახერხა და შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ხვალ ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართება, გორის "დილა" "გაგრას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები