Belive

ქართული მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის მატჩს პირველად განსჯის

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩს, გრაცის "შტურმსა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის, ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. UEFA-მ მთავარი არბიტრის როლი გიორგი ყრუაშვილს ანდო, მას ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, VAR-ის ოთახში კი იტალიელები იმუშავებენ.

ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ქართველები ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის შეხვედრაში იმსაჯებენ. აქამდე ეს მხოლოდ ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომხდარა.

38 წლის გიორგი ყრუაშვილმა ბოლოს ერთა ლიგის მატჩი, ფინეთსა და ინგლისს შორის იმსაჯა. ის რეგულარულად უძღვება ევროპა ლიგის მატჩებსაც. ოთარ კიტეიშვილის შტურმი სპორტინგს 22 ოქტომბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები