ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაზე 5 გარანტირებული ადგილი მოიპოვეს
ინგლისის პრემიერ ლიგამ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში, მეხუთე ადგილიც მიიღო.
Sky Sports-ის ცნობით, პრემიერ ლიგის ცხრილში, ამ სეზონში ხუთი საუკეთესო კლუბი, ინგლისს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წარმოადგენს - ისინი ევროპული კოიეფიციენტების რეიტინგის სათავეში მოექცნენ.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც არსენალმა სამშაბათს სპორტინგთან 1:0 მოიგო - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალის პირველ მატჩში. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში, შესაძლოა, მეტი ინგლისური კლუბიც ვიხილოთ.
ამჟამად, ლივერპული მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებენ მეექვსე ადგილზე მყოფ ჩელსის.
თუ ასტონ ვილა, რომელიც ამჟამად მეოთხე ადგილზეა, ევროპა ლიგას მოიგებს და სეზონს ოთხეულში ვერ დაასრულებს, ინგლისს შეიძლება ექვსი კლუბი ჰყავდეს შეჯიბრში და იგივე სცენარი ეხება ლივერპულსაც.
თუ ორი გუნდი მოიგებს ევროპულ ტიტულებს და სეზონს მეხუთე და მეექვსე ადგილებზე დაასრულებს, მაშინ მეშვიდე ადგილზე მყოფი გუნდიც მიიღებს საკვალიფიკაციო ადგილს.
For the second year in a row 👀🏆 pic.twitter.com/ufqEBzscdF
— Sky Sports Football (@SkyFootball) April 8, 2026