მადრიდის "რეალის" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას კორონავირუსი დაუდასტურდა.
"სამეფო კლუბის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის ტესტმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
33 წლის ფეხბურთელი კლუბს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის და შვებულების შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ცხრიანმა, რომელსაც "ბლანკოსებთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს, ევრო 2020-ზე "მამლების" ოთხ შეხვედრაში ითამაშა და 4 გოლის გატანა მოახერხა, მისი ნაკრები ტურნირის მერვედფინალიდან დაემშვიდობა, როცა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან პენალტების სერიაში - 7:8 დამარცხდა.