მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: "შეგვიძლია, რომ შეტევაში დაუნდობლები ვიყოთ"
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი დაუმარცხებელი გუნდი ინგლისის ნაკრები გახლავთ, რომელმაც მუნდიალის 1/8-ფინალში სენეგალის ნაკრები - 3:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა მისი გუნდის შესახებ ისაუბრა.
"ყველაზე სასიამოვნო იყო ის, თუ როგორი დაუნდობლად ვაკეთებდით ყველაფერს, ასევე როგორ მუშაობდა გუნდი ბურთით და მის გარეშე.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გოლის გატანა, რომ შეგვიძლია უმოწყალოდ ვიმოქმედოთ შეტევაში. კარგ მომენტებში გოლები გავიტანეთ. ასევე ვაჩვენეთ, რომ არ შეგვიძლია დათმობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთთან მომდევნო მატჩის მოსაგებად", - თქვა "სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა.
მუნდიალის მეოთხედფინალური დაპირისპირება ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის "ალ ბაიტის" სტადიონზე, 10 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.