Belive

ქარიმ ბენზემამ საუდის არაბეთიდან 200 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა და ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, ქარიმ ბენზემამ საუდის არაბეთის ჩემპიონატიდან 200 მილიონიანი შემოთავაზება მიიღო.

მადრიდის "რეალის" გამოცდილ თავდამსხმელს საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლა უკვე კარს მომდგარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუძლია.

როგორც Relevo იუწყება, ფრანგი ფეხბურთელი იქ 200 მილიონი ევროს მიღებას მომდევნო ორი სეზონისთვის გასაფორმებელი კონტრაქტის პირობებში შეძლებს.

ამავე დროს, "ბლანკოსების" ხელმძღვანელობა გარკვეულწილად შეშფოთებულია ქარიმ ბენზემას ბოლოდროინდელი ქმედებებით, რადგან ის უფრო ჩაკეტილია. გარდა ამისა, ფრანგმა "მანჩესტერ სიტისთან" ეუფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ეგიდით ჩატარებული მატჩის შემდეგ მედიასთან საუბარი არ ისურვა და მოგებული ესპანეთის თასის პრეზენტაციაც გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ ასეთ სერიოზულ წინადადებას მას საუდის არაბეთის მთავრობა სთავაზობს. ასევე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ის გახდეს არაბების, ბერძნების და ეგვიპტელებისთვის ელჩი, რათა მათ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში დაეხმაროს.

ქარიმ ბენზემა მადრიდელებს 2009 წელს, "ლიონიდან" შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 5-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ ლა ლიგა. 35 წლის თავდამსხმელს "რეალთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

სხვა სტატიები