,,რონალდუს შეუძლია თქვას, რომ ისტორიაში საუკეთესოა, ჩემთვის ასეთი სხვაა'' - ბენზემა
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ალ იტიჰადის'' თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ჰკითხეს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა:
,,ვფიქრობ, ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს. თუ რონალდუ ფიქრობს, რომ ისტორიაში საუკეთესოა, ესე იგი, ასეცაა... გააჩნია, ჩემთვის, მაგალითად, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი რონალდოა.
ფეხბურთელების შედარება არ მიყვარს, ყველას თავისი ისტორია აქვს.'' - ქარიმ ბენზემა
მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,ალ იტიჰადის'' მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 18 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
Cristiano Ronaldo é o melhor da história? Benzema tá fechadão com o nosso Ronaldo! 🤩 O jogador do Al-Ittihad disse que não é muito chegado a comparações, mas respeita a opinião do português, mesmo pensando diferente. pic.twitter.com/mUndUkgM0e
— TNT Sports BR (@TNTSportsBR) February 23, 2025