Belive

ქალთა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილი გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ქალთა ეროვნული ლიგის პირველი, 2023/24 წლის სეზონის გათამაშების წილისყრა შედგა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გახდა ცნობილი.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში მიიღებს მონაწილეობას და იქ თურქეთის, ლუქსემბურგისა და ლიეტუვის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

C ლიგა 5 ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში B ლიგაში მესამე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება კალენდარს, მატჩების განრიგი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სხვა სტატიები