Puma-ს ინოვაცია: 10 ევროპული კლუბი ერთი დიზაინის მაისურს მოირგებს
სპორტული სამოსის და ატრიბუტიკის მწარმოებელმა კომპანია Puma-მ ევროპის იმ ტოპ კლუბებისთვის, რომელთა ეკიპირების წარმდგენიც თავად გახლავთ, ახალი სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელსაც ორიგინალური დიზაინი აქვს, თუმცა გულშემატკივარში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. "მანჩესტერ სიტიმ" აღნიშნული დიზაინის მქონე მაისური სოციალურ ქსელში 18 აგვისტოს განათავსა, რასაც ქომაგების კრიტიკა მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ეს სავარჯიშო ფორმას ან პიჟამას უფრო ჰგავს.
REWRITE THE RULES! PUMA have unveiled the new third kits for 10 of their top European clubs, including Man City, AC Milan, Gladbach, Marseille and Shakhtar Donetsk. Can toy see the club badges? (Yes, they are there!) pic.twitter.com/b5Ndyd2pJQ — iDiski Times (@iDiskiTimes) August 18, 2021
"ქალაქელებმა" სარეკლამო ფოტო-სესიაში გუნდის ახალწვეული, ჯეკ გრილიში, ასევე ფილ ფოდენი და რაჰიმ სტერლინგი დაასაქმეს და განაცხადეს, რომ ახალი დიზაინი ტრადიციული საფეხბურთო მაისურებისა და ქუჩის ტანისამოსის კულტურითაა მიღებული. მიუხედავად პოზიტიური განცხადებებისა, ფეხბურთის ქომაგებს ახალი დიზაინის მაისურებით განსაკუთრებული აღფრთოვანება არ გამოუხატავთ. პირიქით, ახალი დიზაინის ფორმების კრიტიკოსები მრავლად გამოჩნდნენ. გარდა ინგლისის მოქმედი ჩემპიონისა, ახალი დიზაინის მაისურს დორტმუნდის "ბორუსიას", "მილანის", "პსვ ეინდჰოვენის", გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას", მიუნხენგლადბახის "ბორუსიას", დონეცკის "შახტარის", "რენის" და "კრასნოდარის" ფეხბურთელები მოირგებენ.Rewrite the rules. Introducing the 3rd kits of the FAM’ (Yes, the badges are there. All over the kits actually ⬇️) pic.twitter.com/Ot1d3b5CJ2 — PUMA Football (@pumafootball) August 18, 2021
🔴 @ACMilan pic.twitter.com/QHTl6zb2HT — PUMA Football (@pumafootball) August 18, 2021
ახალი დიზაინის პრეცედენტები უკვე შეინიშნა სანაკრებო ფეხბურთში, სადაც ევრო 2020-ის გამარჯვებულ იტალიასთან ერთად, გერმანული კომპანიის მიერ შექმნილი მაისურებით შვიეცარიის, ავსტრიის და ჩეხეთის ნაკრებები შეიმოსნენ. კლუბების სახელები ორ სქელ ხაზს შორის ჰორიზონტალურად იქნება მოქცეული, ხოლო რაც შეეხება ლოგოებს, ისინი მაისურის სრულ ზედაპირზე მრავალჯერადად იქნება დატანილი.🟠 @ValenciaCF pic.twitter.com/BGcxFEIa7i — PUMA Football (@pumafootball) August 18, 2021