'ეს ნამდვილი დამშვიდობება იყო' - ესპანური პრესა მამარდას თამაშს აფასებს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" რიგებში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ გუნდს ბერნაბეუზე პირადად მოაგებინა. 8 სეივი და ვინისიუსისგან აღებული პენალტი - გიორგიმ ყველაფერი გააკეთა, რომ ვალენსიას 17 წლის შემდეგ პირველად მოეგო "რეალის" მოედანზე (1:2). ლოგიკურია, რომ მამარდაშვილის საოცარ თამაშს ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ის ნამდვილი გმირი და საუცხოო მეკარეა. რაც ქართველმა ფედერიკო ვალვერდეს წინააღმდეგ გააკეთა, როცა ბურთი უკვე 'დაუცველი წერტილიდან' მოიგერია, ულაპარაკოდ 'კვირის გადარჩენაა'. - Diario AS-ის ჟურნალისტი ლუის ნეტუ
მადრიდის რეალი დომინირებდა და ყველანაირად ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას, განსაკუთრებით გათანაბრების შემდეგ, მაგრამ ყოველ ჯერზე ისინი მამარდაშვილს დაეჯახნენ, რომელიც შთამაგონებელი იყო მთელი მატჩის განმავლობაში. - Football Espana-ს ჟურნალისტი ჯონ მენჟეში
არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ, ქართველმა მეკარემ რვა სეივი შეასრულა და მხოლოდ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გაუშვა გოლი, სადაც ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო.
მან განსაკუთრებით გააღიზიანა კილიან მბაპე, რომელიც სამი მკაფიო მომენტის მიუხედავად, სახლში უგოლოდ გაუშვა.
მამარდაშვილს დარჩენილი აქვს ოთხი მნიშვნელოვანი მატჩი "მესტალიაზე", მაგრამ მას ლა ლიგის დიდი სამეულის სტადიონებზე ვეღარ ვიხილავთ, ამიტომ ეს დიდი გამომშვიდობება იყო იქამდე, სანამ "ლივერპულს" მიაშურებს. - წერს მადრიდულმა გამოცემა Relevo
დამსახურებული გამარჯვების შემდეგ ვალენსიამ დიდი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგაში დასარჩენად, რეალის მარცხი "ბარსელონამ" სრუულად ვერ გამოიყენა, ჩემპიონატის ლიდერბმა "ბეტისთან" ფრედ ითამაშეს და რეალს მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ.