Belive

პსჟ-ს სათამაშო ფორმის პოვნა უჭირს | გუნდს უკვე ოთხი მატჩია არ მოუგია

23 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პსჟ-მ მიმდინარე სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პარიზულ გუნდს, სამი ტურის შემდეგ, 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-13 პოზიციაზეა. ლუის ენრიკეს კლუბს, პირველ ორ ტურში, ჯერ ლილთან, შემდეგ კი რენთან, ორჯერ მოუწია ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. ბოლოს კი, საშიანო არენაზე, მონაკოსთან დამარცხდა. პარიზელთათვის, ეს ზიდიზედ მეოთხე მატჩი იყო, სადაც მათ ვერ გაიმარჯვეს. ამ ეტაპზე, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული, სატურნირო ცხრილში, ლიდერ მონაკოს, 7 ქულით ჩამორჩება.

უსიამოვნო სტარტის მიუხედავად, ლუის ენრიკემ, მონაკოსთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, თავდაჯერებულობა შეინარჩუნა და განაცხადა, რომ მის გუნდს ამ მატჩში გამარჯვება ეკუთვნოდა. ჯერჯერობით, პსჟ-ს არც ერთ შემტევს, მიმდინარე სეზონში, გოლი არ გაუტანია. დემბელე, ლილთან მატჩში, განაცხადს მიღმა დარჩა, ხოლო მონაკოსთან, მოედანზე, მეორე ტაიმში შევიდა.

ჯერჯერობით, არც უსმან დემბელეს, არც დეზირე დუესა და არც ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანიათ. პარიზელებმა, მიმდიანრე სეზონში, ხუთჯერ აიღეს მეტოქეთა კარი. აქედან ორ-ორჯერ, ფერან ტორესმა და მარკინიოსმა. ერთხელაც კი - ვიტინიამ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ლუის ენრიკემ, შეტევაში შეტანილი ამდენი ცვლილებით, ბალანსი თავად დაარღვია. პსჟ კვლავ მოწყვლადია სწრაფი კონტრშეტევების დროს და გუნდს სწრაფად ჭირდება გარდამავალ ფაზებში თამაშის დახვეწა. სწორედ ეს იყო მათი მთავარი ძალა ბოლო სამი სეზონის განმავლობაში.

პსჟ მომდევნო შეხვედრას უკვე ჩემპიონთა ლიგაზე, სლოვან ბრატისლავას წინააღმდეგ ჩაატარებს. მძიმე სტარტის მიუხედავად, პარიზელები, ამ მატჩში, უპირობო ფავორიტები არიან და სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ეს იყოს ის თამაში, რომლის შემდეგაც, ენრიკეს გუნდი ძველი სათამაშო ფორმის დაბურნებას შეეცდება.

სხვა სტატიები