პსჟ-ს კვარაცხელიას შეძენა იანვარშივე სურს
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, იტალიური კლუბი, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს. ინფორმაციას II Roma ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კრისტიან ძაკარდო დუბაიდან იტალიაში დაბრუნდა, რათა მოლაპარაკებებში ჩაერთოს და მამუკა ჯუღელსა და ჯოვანი მანას (ნაპოლის სპორტული დირექტორი) ესაუბროს.
გარდა ამისა, იტალიური მედია იუწყება, რომ ნეაპოლელებს უკვე კვარას შემცვლელიც ნაპოვნი ჰყავთ. საუბარია ფედერიკო კიეზაზე, რომელიც ,,ლივერპულის'' საკუთრებაა, თუმცა სათამაშო დრო არ ეძლევა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
🛑 Clamoroso Kvaratskhelia, può partire a gennaio! L'agente incontra il PSG 👉 https://t.co/5iUsVZrmAK pic.twitter.com/ThP1pD0eRw
— AreaNapoli.it (@areanapoliit) January 9, 2025