პსჟ-ს კილიან მბაპეს ვალი აქვს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე "პსჟ-ს" დარჩენილი ხელფასის გადახდას სთხოვს. გავრცელებული ინფორმაციი თანახმად, საქმე 55 მილიონ ევროს ეხება.
ფრანგულ მედიაში ისიც იწერება, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად მბაპემ საკლუბო ასოციაციის იურიდიულ კომიტეტს და უეფას მიმართა.
L'Equipe-ის ინფორმაციით, მბაპეს ეს თანხა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა მიეღო. ლიგა 1-ის დისციპლინარულ კომიტეტს სრული უფლება აქვს "პსჟ" დასაჯოს. თუ პარიზელები მბაპეს კუთვნილ თანხას არ გადაუხდიან, დედაქალაქურ კლუბ ტრანსფერებზე შეზღუდვა დაუწესდებათ.