Belive

პარი სენ-ჟერმენმა მიკა გოდტსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა, აიაქსთან, მიკა გოდტსის ტრანსფერზე, სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ფრანგული გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. კლუბის სატრანსფერო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ახალგაზრდა ტალანტების დამატებაა.

ფაბრიციო რომანოს უახლესი ინფორმაციით, ორ კლუბს შორის მოლაპარაკებები, სწრაფი ტემპით წარიმართა და მნიშვნელოვან შეთანხმებამდეც მივიდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა გამორჩეული ტექნიკური უნარებით, სისწრაფითა და გოლის ალღოთი, მალევე მიიქცია პარიზელთა ყურადღება. ახალგაზრდა ფეხბურთელი სრულად შეესაბამება იმ პროექტს, რომელსაც პსჟ აშენებს.

გოდტსის სახით, მრავალმხრივი ვინგერის დამატება, პსჟ-ს, შეტევაში, უფრო მეტად მოქნილს გახდის. მისი უნარი, ფლანგზე, მცველებთან, ორთაბრძოლებში უპირატესობა მოიოპვოს და საგოლე მომენტები შექმნას, გუნდს შეტევის სირღმის გაძლიერებაში დაეხმარება.

სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მთავარი ყურადღება ადმინისტრაციული პროცედურების დასრულებასა და სამედიცინო შემოწმების დანიშვნაზეა მიპყრობილი. ტრანსფერის ფორმალური საკითხების მოგვარებაში ორივე კლუბი აქტიურად თანამშრომლობს. მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება, რადგან პსჟ გარიგების ოფიციალურად დასრულებასა და ფეხბურთელის გულშემატკივართა წინაშე წარდგენას გეგმავს.

სხვა სტატიები