Belive

1/8-ფინალში თამაში 2-მა გუნდმა გაინაღდა, ვის რა შანსი აქვს ბოლო ტურში?

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ მერვედფინალის საგზური 2 გუნდს - ,,ლივერპულსა'' და ,,ბარსელონას'' აქვთ მოპოვებული. Football Meets Data-ს მონაცემებით, 99.99%-იანია იმის ალბათობა, რომ მათ რიცხვს ლონდონის ,,არსენალიც'' შეუერთდება.

Top 24-ში 100%-ითაა გადაწყვეტილი 19 გუნდის მოხვედრა, შესაბამისად, პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში 5 გუნდი იბრძოლებს.

უკვე ოფიციალურადაა გადაწყვეტილი, რომ პლეი-ოფის საგზურს 9 გუნდი - ,,სლოვან ბრატისლავა'', ,,იანგ ბოიზი'', ,,ზალცბურგი'', ,,შტურმი'', ,,ჟირონა'', ,,ცრვენა ზვეზდა'', ,,სპარტა'' ,,ლაიფციგი'' და ,,ბოლონია'' ვეღარ მოიპოვებენ. მინიმალურია დონეცკის ,,შახტარის'' შანსებიც (0.1%).

გუნდები, რომლებსაც Top 8-ში მოხვედის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ:

  1. ლივერპული - 100%

  2. ბარსელონა - 100%

  3. არსენალი - 99.99%

  4. ინტერი - 98%

  5. ატლეტიკო - 83%

  6. მილანი - 80%

  7. ლევერკუზენი - 69%

  8. ასტონ ვილა - 51%

84%-ია იმის ალბათობა, რომ ,,პარი სენ ჟერმენი'' ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, ამისთვის ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო ტურში ,,შტუტგარტთან'' არ უნდა წააგოს. დასკვნითი ტურის შეხვედრები მომავალ ოთხშაბათს გაიმართება.

სხვა სტატიები