Belive

პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობა საფრანგეთის სუპერთასზე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის სუპერთასის ფინალში, პსჟ მარსელის ოლიმპიკს დაუპირისპირდება. მატჩი ქუვეითში გაიმართება. პარიზელებს შანსი ექნებათ 2026 წლის პირველი ტიტული მოიგონ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის კი, გამარჯვების შემთხვევაში, ეს პსჟ-ის რიგებში მოგებული მეექვსე თასი იქნება.

კვარამ პსჟ-ის უკანასკნელი ორი შეხვედრა გამოტოვა (საფრანგეთის თასზე - ვირუსის გამო/საფრანგეთის ჩემპიონატში - მცირე ტრავმის გამო). სუპერთასის წინ, ქართველი ფეხბურთელი აბსულუტურად ჯანმრთელია და თამაში შეუძლია.

პსჟ-ის ძირითადი შემადგენლობა მარსელთან:

მეკარე: შევალიე
მცველები: ნუნუ მენდეში, ვილიან პაჩო, მარკინიოსი, ზაირ-ემერი
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ჟოაუ ნევეში, ვიტინია
თავდამასხმელები: დუე, დემბელე, კვარაცხელია

სხვა სტატიები