Belive

პსჟ-ს დუბლი | პარიზულმა გუნდმა ლიონი დაამარცხა და საფრანგეთის თასი მოიგო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-მ საფრანგეთის თასის ფინალში "ლიონი" 1:2 დაამარცხა და 2023/24 წლების სეზონში ტიტულების დუბლი შეასრულა. ლიგა 1-ის ჩემპიონობასთან ერთად პარიზულმა გუნდმა თასიც მოიგო.

მატჩის 22-ე წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, ფაბიან რუისმა 34-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. "ლიონმა" მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო და ეს ჯეიკ ო'ბრაიანმა 55-ე წუთზე შეძლო.

"პსჟ"-მ საფრანგეთის თასი ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო.

სხვა სტატიები