Belive

უდისციპლინო ქმედების გამო დემბელე არსენალის წინააღმდეგ არ ითამაშებს

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უსმან დემბელე ჩემპიონთა ლიგის მატჩს, "არსენალის" წინააღმდეგ გამოტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Équipe აქვეყნებს. ლუის ენრიკემ და 27 წლის ფეხბურთელმა "რენთან" გამართული მატჩის შემდეგ მწვავედ იკამათეს და მიზეზი სწორედ ესაა, რომ უსმანი უდისციპლინოდ მოიქცა, ამის გამო ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება გადაწყვიტა და ის გუნდთან ერთად ლონდონში არ გაემგზავრება.

"პსჟ" ხვალ, 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში "არსენალს" დაუპირისპირდება. ფრანგული გუნდისთვის სასიხარულია ის ინფორმაცია, რომ სრულად გამოჯანმრთელდა ვიტინია და ის ინგლისურ კლუბთან სათამაშოდ მზად იქნება.

სხვა სტატიები