პარი სენ ჟერმენმა ბოტაფოგოსთან წააგო | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში პარი სენ ჟერმენი ბრაზილიურ ბოტაფოგოსთან 0:1 დამარცხდა.
პსჟ-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 7,8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ ვიტინიას ჩამორჩა.
ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 71-ჯერ შეეხო, კარისკენ ხუთჯერ დაარტყა, 13-დან 8 დუელი მოიგო და 47-დან 40 ზუსტი გადაცემა გააკეთა (85%).
პსჟ-ს რიგებში ყველაზე მაღალი - 6,9 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 6,8-ით კი - Flashscore-მა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში პარი სენ ჟერმენის მეტოქე სიეტლ საუნდერსი იქნება. შეხვედრა ორშაბათს, 23 ივნისს გაიმართება.
მიმოხილვა: