პსჟ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ხვიჩა კვარაცხელია გუნდის განაცხადშია
დღეს, სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პსჟ პირველ ამხანაგურ შეხვედრას მალიორკას წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს, პარიზულმა კლუბმა 23-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო შემადგენლობა მნიშვნელოვნად არის გადახალისებული, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ესპანური კლუბის წინააღმდეგ ბევრი ახალი სახეა, მათ შორის არიან ასევე პარიზული კლუბის აკადემიის წევრებიც.
სრულად, 23-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:
ლუკას ბერალდო, ილია ზაბარნი, ხვიჩა კვარაცხელია, ალესანდრო ლონგონი, სენი მაიულუ, დრო ფერნანდესი, ლუკას შევალიე, მატვეი საფონოვი, დევიდ ბოლი, იანეს იდერი, კვენტინ ნჯანტუ, აბდუ ფანე-დრამე, იბრაჰიმ მბაიე, ვილიან პაჩო, აქსელ კოუკაბა, პოლ ბურდენი, დიმიტრი ლუკეა, მამადუ მეიტე, ნზინგა, ადამ აიარი, რაიან აბო ელ ნაი, ედემ ღალები, ნოა ბეზემი
Nos 23 joueurs pour ce premier match de prépa' ! 📋🔴🔵 pic.twitter.com/oBJqJ7zg4a
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 5, 2026
პარი სენ-ჟერმენი მეორე ამხანაგურ შეხვედრას 8 აგვისტოს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 12 აგვისტოს უკვე უეფას სუპერთასის მატჩია ჩანიშნული, რომელიც პარიზელებს ასტონ ვილასთან აქვთ ჩასატარებელი.