Belive

ენდრიკი რეალ მადრიდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ენდრიკი სამეფო კლუბის დატოვებას გეგმავს, მას გუნდიდან წასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. 19 წლის ტალანტი სხვა გუნდში გადასვლას იჯარით აპირებს, მისი დამატებით კი რამდენიმე გუნდი უკვე დაინტერესდა. L’Équipe-ის ცნობით, მარსელის ოლიმპიკი ენდრიკის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, სხვა გუნდების შესახებ კი ინფორმაციას bein sports ავრცელებს, ბრაზილიელის მიმართ ინტერესს იჩენენ იუვენტუსი, პსჟ, ვესტ ჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, ენდრიკს კი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ადგილის დასაბრუნებლად რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება, სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც ის გუნდიდან დროებით წასვლას განიხილავს.

19 წლის შემტევს 2025/26 წლების სეზონში რეალ მადრიდის რიგებში ჯერ ერთი წუთიც კი არ უთამაშია, მას მონაწილეობა არ მიუღია არც ჩემპიონთა ლიგაზე და არც ლა ლიგაში.

სხვა სტატიები