Belive

პსჟ-მ ოსერს მოუგო | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში, პსჟ-მ ოსერს სტუმრად მოუგო (0:1). მოპოვებული 3 ქულით, პსჟ-მ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიბრუნა, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ ლანსი საკუთარ შეხვედრას მარსელის წინააღმდეგ ჩაატარებს (პსჟ ახლა ლანსს 2 ქულით უსწრებს).

შეხვედრა ძირითად შემმადგენლობაში დაიწყო და სრულად ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ. პსჟ-სთვის მატჩი მძიმე გამოვიდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მასპინძლეთა მეკარე კარგად გამოიყურებოდა და 7 მოგერიება დააგროვა. ერთადერთი გოლი ბრედლი ბრაკოლამ 79-ე წუთზე გაიტანა - საგოლე კომბინაცია კვარაცხელიას შესანიშნავი გადაცემით დაიწყო. კვარას თავადაც შეეძლო გატანა (პირველ ტაიმში), თუმცა თითქმის ცარიელ კარში გაშვებული ბურთი მცველმა დაუფარა.

sofascore-სა და whoscored-ის შეფასებით, ხვიჩა კვარაცხელიამ 6.9 ქულა დაიმსახურა. ქართველ ფეხბურთელს, საფრანგეთის ჩემპიონატში, 3 გოლი აქვს გატანილი და ამდენივე საგოლე გადაცემა გაკეთებული.

მომდევნო ტურის შეხვედრაში, პსჟ სტუმრად სტრასბურგს ეწვევა.

სხვა სტატიები