ფლიკი პსჟ-სთან მატჩზე: ,,ჩვენთვის ეს კარგი გამოცდაა''
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, პარი სენ ჟერმენთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
„ვფიქრობ, ხვალ ჩვენთვის კარგი გამოცდაა. მსურს, რომ თავდაჯერებულად ვითამაშოთ, როგორც გუნდმა, რომელმაც ბოლო 11 მატჩი მოიგო. ჩვენ ვთამაშობთ ბოლო 2 წლის მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ და ეს ჩვენთვის დიდებული შანსია.
მომწონს პსჟ-ს ინტენსივობა, პრესინგისა და თამაშის სტილი, ასევე როტაცია. ფეხბურთელები მუდმივად ცვლიან პოზიციებს. ისინი წარმოუდგენლად მოქნილები არიან.
ნახევარდაცვას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება. ამ პოზიციაზე ორივე გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. თუ ბურთი ჩვენ გვექნება, ისინი გოლის გატანას ვერ შეძლებენ. მთავარი შეცდომების თავიდან აცილებაა, რადგან პარიზელები მომენტებს კარგად იყენებენ. დიდი კონცენტრაცია გვმართებს.
ლუის ენრიკე? მან ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და მისი გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს. ის შესანიშნავი მწვრთნელია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო. აღფრთოვანებული ვარ - გუნდის განვითარების ეს გზა დაუჯერებელია.
რომელი მატჩია უფრო მნიშვნელოვანი - პსჟ-სთან თუ რეალთან? ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის შემდეგი მატჩია და ახლა ეს ხვალინდელი თამაშია.'' - ჰანსი ფლიკი
ხვალ, 20 ოქტომბერს (23:00), ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი ბარსელონას უმასპინძლებს. ორი ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.