Belive

პსჟ კიმ მინ-ჯეს ტრანსფერით ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენს'' ,,ნაპოლის'' მცველის, კიმ მინ-ჯეს, გადაბირება სურს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონტრაქტითაა გათვალისწინებული, რომ 1-დან 15 ივლისის ჩათვლით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის შეძენა 52-53 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.

,,პსჟ-სთვის'', რომელიც დაცვითი ხაზის გაძლიერებაზე მუშაობს, კიმი ერთ-ერთი სამიზნეა.

კიმ მინ-ჯე ,,ნაპოლიმ'' 2022 წლის ზაფხულში გაიფორმა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 35 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები