Belive

ნაპოლის მწვრთნელი: ,,არ მესმის, ამ დონის მატჩში VAR ასეთ სიტუაციაში როგორ არ ჩაერია''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ყურადღება მეტოქის საჯარიმოში ოსიმენის წაქცევაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეპიზოდის შემდეგ პენალტი უნდა დანიშნულიყო:

,,რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ბარსელონაში მოსაგებად ჩამოვედით და ეს ვერ შევძელით. ცუდად დავიწყეთ, მეტოქისგან კონტრშეტევები მივიღეთ, ბურთი არაერთხელ დავკარგეთ და ორი გოლიც გავუშვით.

პირველი თამაში სრულიად განსხვავებული იყო, რადგან გუნდში წინა დღით მოვედი და რაიმეს ორგანიზება გამიჭირდა. ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ბურთს ზედმეტად იოლად ვკარგავდით.

ყოველთვის ვსაუბრობ პრევენციულ თავდაცვაზე, როცა ბურთს თავად ვფლობთ, თუმცა ეს დღეს საერთოდ არ გამოგვივიდა. მიზეზი კი ის არის, რომ ამისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა.

ნანახიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, პენალტი დასანიშნი იყო, არ მესმის ამ დონის მატჩში VAR ასეთ სიტუაციაში როგორ არ ჩაერია. აშკარა თერთმეტმეტრიანს ჰგავდა, ამას კი, შესაძლოა, ყველაფერი შეეცვალა.'' - ფრანჩესკო კალცონა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ბარსელონამ'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, ხავის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 4:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

,,ნაპოლი'' მომავალ შეხვედრას კვირას, 17 მარტს, სერია A-ში, ,,ინტერთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები