პაზლის უკანასკნელი ნაწილი - პსჟ სრულყოფილია?!
სტატისტიკისა და ფეხბურთელთა შეფასების გვერდი FOTMOB გვთავაზობს ანალიტიკურ სტატიას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს ხვიჩა კვარაცხელია უკანასკნელი ნაწილი პაზლისა, რომლის აწყობაც ლუის ენრიკეს სურდა. FOTMOB-ს სტატისტიკური მონაცემების გარდა, არგუმენტად გელა დავითაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ მოჰყავს - დავითაძე ბათუმის "დინამოში" გეგუჩაძის თანაშემწე იყო იმ დროს, როცა კვარა ამ კლუბში თამაშობდა.

სამშობლოში, თბილისის ქუჩებსა და ბათუმის სანაპიროებზე, კვარაცხელიას მომავლის შესახებ საუბრები ბარებში, კაფეებსა და საფეხბურთო მოედნებზე, მთავარი თემა იყო. აზრები გაიყო და ერთი მხარე ამბობდა, რომ ის უნდა გადასულიყო "ლივერპულში", მეორენი კი ფიქრობდნენ, რომ მისთვის შესაფერისი გუნდი "პსჟ" იქნებოდა.
ქართველებს ძალიან უყვართ კვარაცხელია, მან ქვეყანა საფეხბურთო რუკაზე გამოკვეთა. საბოლოოდ, 24 წლის ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, გაჰყოლოდა თანამედროვე ეპოქის საუკეთესო ფეხბურთელების კვალს, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი - მან პარიზი აირჩია. ეს იყო თამამი გადაწყვეტილება. პარი სენ ჟერმენი ამ წუთებში მეტამორფოზას განიცდის.
ლუის ენრიკეს მეთაურობით, გუნდი ელიტარული სუპერვარსკვლავებიდან გადაკეთდა ახალგაზრდულ კლუბად, რომელიც "დიდი მადის" მქონე ბიჭებითაა სავსე. კვარაცხელიას მოსვლა არის საბოლოო გაქცევა დახურული წრიდან და გარდაქმნა პეპელად, რომელიც მზად არის ფრთები გაშალოს.
ვფიქრობ, ლუის ენრიკე მაქსიმალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს. კვარაცხელია, ზოგჯერ, ტაქტიკურად იკავებს სამ განსხვავებულ პოზიციას თამაშის დროს, რაც მას არაპროგნოზირებადს ხდის და ეს მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა. ასევე ეს დიდი თავსატეხია მოწინააღმდეგის მცველებისთვის.
მას ბევრი თვისება აქვს, მაგრამ მე გეტყვით მის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას თვისებას და ზოგადად ფეხბურთში ყველაზე ღირებული ის არის, რომ ის არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, არ იცით სად იქნება და რას გააკეთებს ბურთით.
პსჟ ძალიან კარგი გუნდია და ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ.
როდესაც ისინი ლივერპულთან თამაშობდნენ, დამატებით დროში კვარა შეცვალეს და ისარგებლეს იმ სიღრმით, რაც ამ გუნდს გააჩნია. მათ აქვთ დიდი პოტენციალი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.
ხვიჩას მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება სჭირდება, მომავალ სეზონში კიდევ უფრო დამანგრეველ კვარაცხელიას ვიხილავთ. - აცხადებს FOTMOB-თან ინტერვიუში გელა დავითაძე

კვარაცხელია მთავარი ნაწილი იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე იმ გუნდის ჩამოშორებაში, რომელშიც შესაძლოა თავად ეთამაშა. პსჟ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც შეჯიბრში დარჩა. მათი გზა ფინალამდე უდავოდ უფრო რთულია, ვიდრე სხვა გუნდების, მაგრამ დიდი შანსია, რომ ნახევარფინალში გააღწიონ. იქიდან ყველაფერი შესაძლებელია. კვარაცხელიას კონტროლის საკუთარ ხელში აღება არ გაუჭირდება, მან საქართველოს ნაკრები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ისტორიულ სიმაღლეებამდე მიიყვანა - შეიძლება შორს არაა ის დრო, როცა პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
სტატია მომზადებულია FOTMOB-ის მიხედვით.