პსჟ იულიან ნაგელსმანს მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილავს
მას შემდეგ, რაც მიუნხენის “ბაიერნმა” იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, არ წყდებოდა ჭორები, რომ გერმანელი სპეციალისტი “ჩელსიში” დაინიშნებოდა. სპორტულ მედიაში ისიც ვრცელდებოდა, რომ 35 წლის მწვრთნელი ლონდონელებისთვის მთავარი სამიზნე იყო.
თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო. მრავალეტაპიანმა მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.
რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელი სპეციალისტის მიმართ "ნაპოლი" იჩენდა ინტერესს, თუმცა, ჭორი მხოლოდ ჭორად დარჩა.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" ნაგელსმანს მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილავს. მისი თქმით, პროცესის ოფიციალური განხილვა მომავალ კვირას დაიწყება.
🚨 Paris Saint-Germain have discussed Julian Nagelsmann internally as one of the candidates for the job. Option to be considered as process will enter crucial stages next week. #PSG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 4, 2023
Final decision NOT made yet.
Julian, high on PSG list as @Santi_J_FM and @AbdellahBoulma called. pic.twitter.com/PeEgz5dOCO