Belive

კლოპი საუდის არაბეთის ჩემპიონატზე: "რასაც ისინი აკეთებენ, უკვე ამორალურია..."

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" 56 წლის მთავარმა მწვრთნელმა - იურგენ კლოპმა, საუდის არაბეთის ჩემპიონატსა და არაბულ სატრანსფერო ფანჯარაზე მწვავედ ისაუბრა. 

კლოპის განცხადებით, რაც ახლა საუდის არაბეთში ხდება, ეს უკვე ამორალურია. იგი მიმართავს FIFA-სა და UEFA-ს, რომ იქნებ რაიმე სახით მოხდეს ამ ყველაფრის ან შეჩერება, ან სანქციების დაწესება. 

"ეს სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მასიური გახდა საუდის არაბეთში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ევროპულ ჩემპიონატებთან შედარებით, საუდის არაბეთის ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა 3 კვირის შემდეგ იხურება.

UEFA-მ და FIFA-მ რაიმე უნდა მოიმოქმედოს, რომ გამოსავალი იპოვონ, რომ როგორმე შეაჩერონ ეს ყველაფერი. დღეს ასე ხდება, შემდეგ წელს კი უფრო დიდ ფულს გადაიხდიან, რაზეც ფეხბურთელები უარს უბრალოდ ვერ იტყვიან და მე მათი მესმის...

ეს ყველაფერი ჩვენზე, კლუბებზე უკვე დიდ გავლენას ახდენს, ამ ყველაფერთან გამკლავება კი ალბათ ძალიან რთულია, თუმცა თუ ასე გაგრძელდება, რამენაირად უნდა ვისწავლოთ.

მეტი არაფრის თქმა შემიძლია, უბრალოდ მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ ეს ყველაფერი ამორალურობაში გადავიდა..."
- იურგენ კლოპი

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულიდან" საუდის არაბეთში უკვე 3 ფეხბურთელი გადავიდა - ჯორდან ჰენდერსონი (ალ-ეტიფაქი); ფაბინიო (ალ-იტიჰადი) და რობერტო ფირმინო (ალ-აჰლი). 

სხვა სტატიები