პსჟ იაპონური ტურნეთი 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იაპონური ტურნე ,,პარი სენ ჟერმენის'' ბიუჯეტს 20 მილიონი ევროთი შეავსებს, რაც გასულ წელთან შედარებით, 8 მილიონით მეტია. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
პარიზული კლუბი აზიურ ქვეყანაში 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 25 ივლისს კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრს'' შეხვდება, 28-ში - ,,სერესო ოსაკას'', პირველ აგვისტოს კი - ,,ინტერს''.
,,პსჟ'' თავდაპირველად აპირებდა, რომ ზაფხულის ტურნე აშშ-ში მოეწყო, თუმცა იაპონელების მხრიდან შეთავაზებული სარფიანი წინადადების შემდეგ, გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა.