Belive

პსჟ Vs ატალანტა | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ხვალ, 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონი იწყება.

უეფას ვებგვერდმა პირველი ტურის წინ 18-ვე მატჩში მონაწილე გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს:

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა ატალანტას წინააღმდეგ:

შევალიე - მარკინიოსი, ჰაკიმი, პაჩო, ნუნო მენდეში, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ვიტინია, ბარკოლა, მბაიე, გონსალო რამოში.

უეფას ვერსიით, საეჭვოა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, რომელმაც გუშინ, ლანსთან მატჩში, ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. ფრანგული მედიის ცნობით, კვარას დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და ოთხშაბათს, ატალანტასთან შეხვედრისთვის მწყობრში იქნება. პარიზულ კლუბს უსმან დემბელე და დეზირე დუე ვერ დაეხმარებიან.

ვილიარეალის სავარაუდო შემადგენლობა ტოტენჰემის წინააღმდეგ:

ლუის ჟუნიორი - მოურინიო, ფოიტი, ვეიგა, კარდონა, პეპე, გეიე, კომესანია, ბიუკენენი, აიოეზ პერესი, მიქაუტაძე.

სპორტინგი Vs კაირათი - სავარაუდო შემადგენლობები:

ვირჟინია - ვაიანიდისი, ინასიუ, დებასიტ, მანგაში, იულმანი, ქოჩორაშვილი, კენდა, ტრინკაუ, პედრუ გონსალვეში, ლუის სუარესი

კაირათს ტრავმის გამო დააკლდება გიორგი ზარია, ლუკა გადრანი კი, სავარაუდოდ, ყაზახური გუნდის სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ლივერპულის სავარაუდო შემადგნელობა ატლეტიკოს წინააღმდეგ:

ალისონი - სობოსლაი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, ვირცი, სალაჰი, გაკპო, ეკიტიკე

მერსიაიდელთა ქართველ ახალწვეულს, გიორგი მამარდაშვილს, ლივერპულის მაისურით ოფიციალური მატჩი ჯერჯერობით არ ჩაუტარებია.

  • ტოტენჰემი - ვილიარეალი, 16 სექტემბერი, 23:00

  • პსჟ - ატალანტა - 17 სექტემბერი, 23:00

  • ლივერპული - ატლეტიკო - 17 სექტემბერი, 23:00

  • სპორტინგი - კაირათი - 18 სექტემბერი, 23:00

სხვა სტატიები