Belive

,,პსჟ ჩვენი მეტოქე არ არის! ჩვენი ერთადერთი მეტოქე ისლანდიაა'' - დეშამი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი უსმან დემბელეს ტრავმასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

ფრანგული მედიის ცნობით, პარი სენ ჟერმენის შემტევს დისკომფორტი სანაკრებო მატჩების დაწყებამდეც ჰქონდა, რის გამოც პარიზულმა კლუბმა ,,მამლების'' სამწვრთნელო შტაბს თხოვნით მიმართა, დემბელე ნაკრებში არ გამოეძახებინათ.

ამის მიუხედავად, უსმანმა უკრაინასთან მეორე ტაიმში ითამაშა და ტრავმის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

კვირას პსჟ-მა განცხადება გაავრცელა და ახალი პროტოკოლის დანერგვით, კლუბისა და ნაკრების სამედიცინო პერსონალებს შორის უკეთესი კოორდინაცია ისურვა.

,,მწვრთნელი ვარ და არ ვიცი რა პროტოკოლზე საუბრობთ ან რას ნიშნავს ეს... რაც მოხდა, მოხდა. დუესა და დემბელეს ტრავმების გამო ძალიან ვწუხვარ. ჩვენ ყველაფერი პროფესიონალურად გავაკეთეთ და სამწუხაროდ, მომხდარი პსჟ-ს ორ ფეხბურთელს ეხება. პარი სენ ჟერმენი ჩვენი მეტოქე არ არის, მაშინაც კი თუ ჩვენი ინტერესები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. ახლა ჩვენი ერთადერთი მეტოქე ისლანდიაა (მომავალ მატჩს საფრანგეთი ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს).

განვიხილავ თუ არა პსჟ-ს სხვა ფეხბურთელების სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ზეწოლის გამო? და შემდეგ ბაიერნი დამირეკავს? მერე რეალი? მოედანზე თქვენ ხომ არ გაგიყვანოთ (ჟურნალისტს მიმართავს)? სერიოზულობა უნდა შევინარჩუნოთ, აქ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. ჩემი პერსონალი მყავს და ეს ჩემი პასუხისმგებლობაა.'' - დიდიე დეშამი

უსმან დემბელეს ტრავმის გამო 1 თვეზე მეტი გაუცდება, დუე კი პსჟ-ს 3-4 კვირა ვერ დაეხმარება.

სხვა სტატიები