ლუის ენრიკე: "არ მინდა სხვებმა იფიქრონ, რომ ჩვენთან მოგება შეუძლიათ"
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის 22-ე ტურში რენმა საკუთარ მოედანზე პსჟ მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად, 3:1 დაამარცხა. ლუის ენრიკემ გულწრფელად შეაფასა პარი სენ-ჟერმენის მარცხი და აღიარა, რომ მისმა გუნდმა თამაშის დიდი ნაწილი დომინირებაში გაატარა და უამრავი შანსი შექმნა, თუმცა რენის თითქმის 100%-იანი ეფექტურობის გამო დაისაჯა.
რთულია ანალიზის გაკეთება, რადგან ვფიქრობ, პირველ ტაიმში ვდომინირებდით, ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ ტაიმი მაინც 1:0 წავაგეთ.
ამის შემდეგ ბევრი რამ შევქმენით, თითქმის ოთხი მოსალოდნელი გოლი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ, მაშინ როცა რენმა ორზე ნაკლები შექმნა, მაგრამ სამი გაიტანა.
ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება; იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ეს შედეგი გუნდს თავდაჯერებულობის მცირედით დაკარგვად დაუჯდება. არ მინდა მოწინააღმდგეებმა იფიქრონ, რომ ჩვენთან გამარჯვება შეუძლიათ, ეს ხელს შეგვიშლის. - განაცხადა ლუის ენრიკემ
ხვიჩა კვარაცხელიამ რენთან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ესპანელმა მწვრთნელმა ის მე-60 წუთზე შეცვალა. ხვიჩას ლიგა 1-ში 4 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული. პსჟ-ს ეს წაგება, შესაძლოა, პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდეს, პარიზელები ახლა ლანსს 2 ქულით უსწრებენ, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.