Belive

Goal-მა მომდევნო 10 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულები იწინასწარმეტყველა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, სპორტულმა გამოცემა Goal-მა მომდევნო 10 წლის გამარჯვებულები დაასახელა. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ, ინდივიდუალურ ჯილდოს უსმან დემბელე დაეუფლა, მაგრამ გამოცემამ ფრანგი შემტევი მომდევნო წლების პოტენციურ გამარჯვებულად აღარ დაასახელა.

Goal-ს წინასწარმეტყველებით, მომდევნო, 2026 წლის ოქროს ბურთს კილიან მბაპე მოიგებს. შემდეგი 10 წლის გამარჯვებულების სია კი ასე გამოიყურება:

  • 2026 წელი - კილიან მბაპე (რეალ მადრიდი)

  • 2027 წელი - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

  • 2028 წელი - ჯუდ ბელინგემი ან კოულ პალმერი (რეალ მადრიდი, ჩელსი)

  • 2029 წელი - ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

  • 2030 წელი - ლამინე იამალი (ბარსელონა)

  • 2031 წელი - ლამინე იამალი (ბარსელონა)

  • 2032 წელი - დეზირე დუე (პარი სენ-ჟერმენი)

  • 2033 წელი - ლამინე იამალი (ბარსელონა)

  • 2034 წელი - ლამინე იამალი (ბარსელონა)

  • 2035 წელი - ვილიან ესტევაო (ჩელსი)

სხვა სტატიები