Belive

პრესკონფერენციაზე კონტესა და დე ლაურენტისს შორის მცირე უთანხმოებას ჰქონდა ადგილი

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2025/26 წლების სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ უდინეზე 1:0 დაამარცხა. ბოლო მატჩი იყო თავის მხრივ ანტონიო კონტესთვის როგორც ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონტესა და ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შორის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი.

რომ არა ტრავმები, ჩემპიონატს მარტივად მოვიგებდით - აურელიო დე ლაურენტისი - ნაპოლის პრეზიდენტი
აბსოლუტურად არ გეთანხმებით - ანტონიო კონტე - ნაპოლის მთავარი მწვრთნელი
რატომაც არა?! გეუბნები რომ ასეა.. - აურელიო დე ლაურენტისი - ნაპოლის პრეზიდენტი
მე სრულიად არ გეთანხმებით. ინტერი უნდა დააფასოთ, შესანიშნავი გუნდია. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს და წელს კიდევ უფრო გაძლიერდნენ და გამარჯვებაც დაიმსახურეს. - ანტონიო კონტე - ნაპოლის მთავარი მწვრთნელი
ინტერმა გასულ წელთან შედარებით ევროტურნირებზე უარესი შედეგი აჩვენა - აურელიო დე ლაურენტისი - ნაპოლის პრეზიდენტი
კი, მაგრამ მათ ჩვენზე მეტი გააკეთეს და ჩვენზე წინ წავიდნენ - ანტონიო კონტე - ნაპოლის მთავარი მწვრთნელი
კი, მაგრამ ეს საერთოდ სხვა რამაა - აურელიო დე ლაურენტისი - ნაპოლის პრეზიდენტი
ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ მიყვარს ასეთ რაღაცებზე ჩაბღაუჭება და თავის მართლება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ სხვების გამარჯვებები და მათ პატივი ვცეთ. ინტერმა ეს დაიმსახურა იყო ეს ტრავმებით თუ მათ გარეშე მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა ტრავმები არ გვქონოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან მაინც გამოვვარდნილიყავით. - ანტონიო კონტე - ნაპოლის მთავარი მწვრთნელი

საბოლოოდ სერია A-ს 2025/26 წლების სეზონის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

  1. ინტერი - 87 ქულა

  2. ნაპოლი - 76 ქულა

  3. რომა - 73 ქულა

  4. კომო - 71 ქულა

  5. მილანი - 70 ქულა

სხვა სტატიები