ლუჩიანო სპალეტი: "კეინის გამარჯვება ლოგიკური გადაწყვეტილებაა"
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ჰარი კეინი შეაქო მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, ლონდონში, 2026 წლის „ოქროს ბურთი“ მოიპოვა. იტალიელმა სპეციალისტმა მისი სტატისტიკა „შთამბეჭდავად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მას და მის სამწვრთნელო შტაბს ეს ნაბიჯი სრულიად ლოგიკურად მიაჩნიათ. მისი თქმით, სამართლიანია, როდესაც ჯილდო გადაეცემა ფეხბურთელს, რომელიც, შესაძლოა, ისე ხშირად არ ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც მისი ზოგიერთი კონკურენტი.
შტაბთან ერთად განვიხილე ეს საკითხი და მიგვაჩნია, რომ ჯილდოს მიღება ნამდვილად დაიმსახურა. ფეხბურთელის კლასის გათვალისწინებით, ეს ლოგიკური არჩევანი იყო. მას არანორმალური, შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვს, თუნდაც ყოველთვის ისე არ აშუქებდნენ, როგორც სხვებს - ასეც უნდა ყოფილიყო. - განაცხადა სპალეტიმ
😌 Spalletti sur le Ballon d'Or d'Harry Kane : "Une décision logique" #Ballondor https://t.co/iUiO55fvWj
— beIN SPORTS (@beinsports_FR) October 28, 2026
შეგახსენებთ, რომ ლუჩიანო სპალეტიმ, ნაპოლისთან ერთად იტალიის სერია A კვარაცხელიას დახმარებით მოიგო. მაშინ ეს კვარას პირველი სეზონი იყო ევროპულ ტოპ ლიგაში. კვარაცხელია იტალიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო ნაპოლიმ 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო სკუდეტო. კვარაცხელია ოქროს ბურთის რეიტინგში მე-6 ადგილზე გავიდა.