პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-მა პრემიერლიგის 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.
გუნდში ყველაზე მეტი, 4 ფეხბურთელი, ,,მანჩესტერ სიტიდან'' მოხვდა, რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა.
პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
მეკარე - ნიკ პოუპი (ნიუკასლი)
მცველები - კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები - მარტინ ოდეგორი (არსენალი), როდრი, კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი)
თავდამსხმელები - ბუკაიო საკა (არსენალი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი)