სქოულზმა მანჩესტერის ფეხბურთელები კაპიუშონებით ვარჯიშის გამო გააკრიტიკა
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ლეგენდა, პოლ სქოულზი, ,,წითელი ეშმაკების'' სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, რომ ფეხბურთელები წვიმიან ამინდში კაპიუშონებით ვარჯიშობენ:
,,ქუდებისა და ხელთათმანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ კაპიუშონებით ნორმალურად ვარჯიში შეუძლებელია!
სტანდარტები სავარჯიშო მოედანზე იწყება... ნახვამდის!'' - დაწერა სქოულზმა ინსტაგრამის პირად გვერდზე
პრემიერლიგის 31 ტურის შემდეგ, ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 49 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ინგლისის თასის ნახევარფინალშია, სადაც ,,წითელი ეშმაკების'' მეტოქე ,,ქოვენთრია''.
Paul Scholes via IG: pic.twitter.com/LenPG3ybWR
— UtdPlug (@UtdPlug) April 10, 2024