Belive

"დამნაშავე მხოლოდ მე ვარ" - ონანას გულწრფელი ინტერვიუ

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, "ბაიერნისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება შედგა. მიუნხენში, "ალიანსზე" გამართული საფეხბურთო კლასიკა მასპინძლების გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

"ბაიერნი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და დამაჯერებლად იგებდა, თუმცა, მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" თამაშში დაბრუნება შეძლო - განსაკუთრებით საინტერესო მატჩის ფინალური წუთები გამოდგა, სადაც 3 გოლი გავიდა.

"რეკორდმაისტერთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ანდრე ონანამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ფანებს მოუბოდიშა.

ჩემი შეცდომის შემდეგ, მატჩზე კონტროლი დავკარგეთ - მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გუნდი დააზარალა. გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ეს თამაში ჩემს გამო ვერ მოიგო. - ანდრე ონანა.

სხვა სტატიები