Belive

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ყველა დროის ანტირეკორდი დაფიქსირდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ინგლისის უმაღლესი ლიგის ისტორიაში 126-ეა, თუმცა პირველად მოხდა, რომ 8 ტურის შემდეგ 4 გუნდს არცერთი მატჩი არ მოუგია.

ანტირეკორდის ,,ავტორები'' ,,ვულვზი'' (1 ფრე, 7 წაგება), ,,საუთჰემპტონი'' (1 ფრე, 7 წაგება), ,,კრისტალ პალასი'' (3 ფრე, 5 წაგება) და ,,იფსვიჩი'' (4 ფრე, 4 წაგება) არიან.

პრემიერლიგის ისტორიაში სულ 10 შემთხვევაა, როცა გუნდმა პირველ 8 ტურში გამარჯვება ვერ შეძლო, მაგრამ ჩემპიონშიფში მაინც არ დაქვეითდა. ბოლოს ასეთი რამ გასულ სეზონში მოხდა - ,,ბორნმუთმა'' სეზონი 3 ფრითა და 5 წაგებით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა.

Winless teams after 8 games who weren't relegated

8 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 21 ქულით ლიდერობს ,,ლივერპული'', რომელიც მეორეადგილოსან ,,მანჩესტერ სიტის'' 1 ქულით უსწრებს.