Belive

"ტოტენჰემად" არ მოგვიხსენიოთ - ლონდონური კლუბის განცხადება

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Athletic იუწყება, რომ ლონდონურმა კლუბმა "ტოტენჰემ ჰოტსპურმა", პრემიერლიგის მაუწყებლებს მიმართა ელფოსტით - სახელწოდებით "ტოტენჰემ ჰოტსპურის კლუბის სახელის განახლება", სადაც ნათლად არის ნათქვამი, თუ როგორ უნდა მოიხსენიონ კლუბი ამის შემდეგ.

ლონდონელებს სურთ სახელი სრული სახელით იყოს აღბეჭდილი - „ტოტენჰემ ჰოტსპური“, ხოლო შემოკლების შემთხვევაში, დარჩეს მხოლოდ „სპურსი“.

ტოტენჰემი არის (ლონდონის) რაიონის სახელი და არა კლუბი. ჩვენ მიერ, მსგავსი პოლიტიკა 2011 წლიდან არის გამოხატული. - ნათქვამია სპურსის განცხადებაში

ინსტრუქცია პრემიერლიგის მაუწყებლებს მთელს მსოფლიოში გაეგზავნათ. პრემიერლიგის ვებსაიტმაც, მოთხოვნილი ფორმულირება, უკვე ჩაასწორა და გამოიყენა.

Sky Sports-ის გაშუქებისას მწვრთნელი პოსტექოღლუ გატიტრეს, როგორც "ტოტენჰემ ჰოტსპურის მენეჯერი", ხოლო მატჩისწინა გრაფიკებზე გამოყენებული იყო მხოლოდ "სპურსი", აქამდე კი "ტოტენჰემს" იყენებდნენ.